Axiom™ პლანშეტი 96 მიკრო-არით მიკრობიომების კვლევისთვის
კატალოგის ნომერი: 902904
Axiom™ - ის მიკრობიომების საკვლევი ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველა ცნობილი მიკროორგანიზმის დეტექცია ნიმუშში სახეობის და შტამის დონეზე.
აღწერა:
მარტივი, სწრაფი გადაწყვეტა მიკროორგანიზმების პროფილირებისთვის
Axiom Microbiome Array - ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველა ცოცხალი მიკროორგანიზმის დეტექცია ერთი ანალიზის საფუძველზე. Axiom 2.0 - ის საშუალებით, ტესტ სისტემის გამოყენება შესაძლებელია ნიმუშის მომზადების როგორც მანუალური, ასევე ავტომატიზებული გზებით, შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის მონაცემები. GeneTitan Multi-Channel ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით, ექსპერიმენტი საჭიროებს ოპერატორის მინიმალურ ჩართულობას. ტესტ-სისტემა სრულყოფილია და მოიცავს როგორც პლანშეტებს და რეაგენტებს, ასევე უფასო კომპიუტერულ პროგრამას მიკრობიომების ანალიზისთვის.
მახასიათებლები:
-
ექსპერტების დიზაინით შექმნილი პანელი ადამიანის და ცხოველების მიკრობიომების პროფილირებისთვის ერთ ექსპერიმენტში.
-
დეტექციის შესაძლებლობა და რეზოლუცია გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ 16s rRNA - გენების სექვენირება.
-
ტესტ-სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელდეს ნიმუშში წარმოდგენილი ყველა ორგანიზმის პროფილირება.
-
სრულყოფილი ანალიზი 11,000-ზე მეტი ორგანიზმის შემთხვევაში, 5 მიკრობული დომენის ჩათვლით: არქეები, ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები და ვირუსები.
-
მოქნილი ფორმატი: 24- და 96-არიანი პლანშეტების ფორმატი
-
ანალიზის სამიზნე შესაძლებელია იყოს სხვადასხვა კვლევის სფეროდან, მათ შორის ნუტრიგენომიკა, აგროგენომიკა, ვეტერინარია.
გამოყენების სფეროები:
-
ცხოველთა ნაწლავური მიროფლორის გამოკვლევა მათი საკვები რაციონის ოპტიმიზაციისთვის
-
პირუტყვის პათოგენთა დეტექცია
-
დაავადებების პრევენციიასთან დაკავშირებული კვლევები
-
ვივარიუმების სკრინინგი
-
მკურნალობის მიმართ ორგანიზმის საპასუხო რეაქციის შეფასება მიკრობული სტატუსის დადგენით
-
მიკრობიოტის იდენტიფიცირება ნიადაგის პროდუქტიულობის დადგენის მიზნით
-
დაავადების სტადიასა და სირთულეზე ადამიანის ნაწლავური მიკროფლორის გავლენის დადგენა
-
პრობიოტიკური მიქსტურების მაღალი რეზოლუციის პროფილირება
იხილეთ ასევე Axiom Microbiome, 24 array plate და Axiom Microbial Detection Analysis Software (MiDAS).
სპეციფიკაციები:
ტესტ-სისტემის ფორმატი: |
96-არიანი პლანშეტი |
---|---|
ტესტ-სისტემის ტიპი: |
გენოტიპირება |
ტესტების რაოდენობა: |
96 |
პროდუქტის ზომა: |
1 პლანშეტი |
სახეობები: |
არქეა, ბაქტერია, სოკოები, პროტოზოები, ვირუსები |
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბროშურა.
Figure 1: Axiom Microbiome Workflow